არჩევნები 2024
გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. ევროკომისიის რეკომენდაციების სამთავრობო გეგმაში, გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის თარიღად, სწორედ 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები