ჩეხი ფერმერების პროტესტი
ჩეხი ფერმერები საერთაშორისო საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ. ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებმა 19 თებერვალს დედაქალაქის ბლოკადა დააანონსეს. ისინი მთავრობისგან ევროკავშირის მწვანე შეთანხებიდან გასვლას ითხოვენ. ჩეხი ფერმერები საყოველთაო პროტესტის ფარგლებში სხვა ევროპული ქვეყნების ფერმერებთან ერთად, ერთობლივ მასშტაბურ აქციას 22 თებერვალს გამართავენ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთსა და პოლონეთში, ფერმერები მწვანე შეთანხმების ფარლგებში გამკაცრებულ რეგულაციებს და უკრაინიდან იაფი პროდუქტის უკონტროლო იმპორტს აპროტესტებენ.
