როიტერის ინფორმაცია
„როიტერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე უარი უთხრა. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტი შუამავლების გზით შედგა. მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ომის გაყინვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სააგენტო „როტიერი“ ასევე წერს, რომ ამერიკულმა წყაროებმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მსგავსი კომუნიკაცია უარყვეს და აღნიშნეს, რომ პუტინთან უკრაინის გარეშე, მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.
