გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა
შეთანხმება მიღწეულია. გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა. ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი განხორციელდება. მფლობელებს თანამშრომლობისთვის კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა. მერია, სხვადასხვა ადგილას გამოყოფს მიწის ნაკვეთებს, მესაკუთრეები სადგურების გადატანას შეძლებენ. საკითხი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაიგზავნება.
