პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა. შალვა ლომიძემ, ირაკლი კობახიძეს ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მიაწოდა. განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.
