მთავრობამ არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია
მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. ევროკომისიის რეკომენდაციების სამთავრობო გეგმაში, გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის თარიღად სწორედ 2024 წლის თებერვალი იყო განსაზღვრული.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
