შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. 29 წლის სპორტსმენმა ატაცში 125, აკვრაში კი 147 კილოგრამი დაძლია, რის შემდეგაც როგორც პირველ დისციპლინაში, ასევე ორჭიდის ჯამში მესამე ადგილი დაიკავა. პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 სხვადასხვა სინჯის მედალია. დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე გამოვა.
