„ბლუმბერგის“ ინფორმაცია
„ბლუმბერგის“ ინფრომაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის მხარდასაჭერად, თურქეთი მისგან მიუკერძოებლობის გარანტიას ითხოვს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით ანკარას სურს დარწმუნდეს, რომ რუტე, ან NATO-ს სხვა მომავალი გენერალური მდივანი არ იქნება მიკერძოებული ალიანსის ევროპელი წევრების მიმართ და არ „აუბამს მხარს“ საბერძნეთსა და კვიპროსს, რომლებთანაც თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს. გამოცემის მიხედვით, თურქეთი NATO-ს მომავალი გენერალური მდივნისგან ითხოვს იმის გარანტიასაც, რომ თურქეთში არ იქნება შეზღუდვები თავდაცვის პროდუქტების ექსპორტზე.
