გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელის განცხადება
გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმამ, შესალოა, დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს. მისი თქმით, ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი შესვლა რაფაჰში, კატასტროფული შედეგის მომტანი გახდება. ისრაელი კი ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაციის გაფართოებას ისევ აანონსებს და აცხადებს, რომ შეტევის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალები, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე იმუშავებენ.
