დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადღებული 2-მილიონ ლარამდე ოდენობის ფულადი თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი.
