გეოლოგები სტიქიის ზონებში
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, სტიქიის ზონებში, გეოლოგების 3 ჯგუფი რჩება და მოვლენების შესწავლას განაგრძობს. 2 ჯგუფი იმყოფება იმერეთში, ხოლო ერთი – რაჭის ტერიტორიაზე. უკვე შეფასებულია 541 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და 300-მდე ოჯახი ტერიტორიიდან გაყვანილია.
