მთავრობამ არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია
მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციებით ეფექტიანად შესრულებას. კიდევ ერთი დეტალი, ევროკომისიის რეკომენდაციების სამთავრობო გეგმაში, გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.
