ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი 52 წლის ასაკში, 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. მთავარი კი ტელეკომპანია „იმედია“. შვიდი ნოემბრის დარბევისა და ტელევიზიაში შემოჭრის შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია წაართვეს და მიისაკუთრეს. „იმედი“ მფლობელებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნდა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე პროკურატურამ წლების წინ სკანდალური ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ
