სოსო ჯაჭვლიანი - 65
სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად. ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილ დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა
