ბერბოკი რაფაჰში ისრაელის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს
ანალენა ბერბოკი რაფაჰში ისრაელის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პალესტინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ რაფაჰში დაჯგუფება ჰამასის ძალიან დიდი ქსელი მდებარეობს, ისრაელს კი თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ტერორისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იბრძოლონ
