სენატის გადაწყვეტილება
70 ხმით 29-ის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. დოკუმენტს დემოკრატებთან ერთად, 22-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა მხარი. უცხოური დახმარების კანონპროექტის კენჭისყრას სენატში დებატები უძღოდა. უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად განკუთვნილი 95 მილიარდ დოლარიანი პაკეტი ახლა განსახილველად წარმომადგენელტა პალატას უნდა გადაეცეს, სადაც მას დიდი წინააღმდეგობით ელიან
