რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში ასევე მოხვდა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი და ლიეტუვის კულტურის მინისტრი სიმონას კაირისი. რუსული მედიის ცნობით, მათ წინააღმდეგ „საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების დაზიანება-განადგურების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უცხო ქვეყნის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა. რუსეთი უკვე რამდენიმე წელია ესტონეთს საბჭოთა კავშირის ეპოქის დროინდელი სამხედრო მონუმენტების დემონტაჟის გამო აკრიტიკებს
