ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია
ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი უახლოეს 10-თ წელიწადში, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. უწყების ხელმძღვანელმა კაუპო როსინმა ესტონელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის თქმით, რუსული თავდასხმის პრევენციის მიზნით, ევროპულმა სახელმწიფოებმა სამხედრო შესაძლებლობები მოსკოვის პროპორციულად უნდა გაზარდონ
