პროკურატურამ ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს თბილისში, ბრალდებულმა ძმებმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთ ადამიანს ჯგუფურად, სხვადასხვა საგნებით სცემეს. იმავე დღეს, მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა ნაცემ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. ის მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს
