საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის
„რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები ევროპაში მარტო სეირნობისას“ - ამ სათაურით სოციოლოგიურ გამოკითხვას მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ლიდერთა ხუთეულში საქართველო ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა. გამოკითხვის შედეგები სხვადასხვა ფაქტორით დადგინდა. ქალაქდაგეგმარება, ქუჩაში უსაფრთხოების ნორმები, სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ფაქტორი და დანაშაულის გაშუქება, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მომზადდა კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველო უსწრებს ევრპოკავშირის წევრ 25 სახელმწიფოს და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს
