ბრიტანეთის პრემიერის მილოცვა ირაკლი კობახიძეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს - რიში სუნაკი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა, ხაზს უსვამს რუსულ აგრესიას და გამოხატავს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
