სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ, მანამდე ქაშვეთის ტაძარში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ, მანამდე ქაშვეთის ტაძარში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. ცნობილი ქართველ მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
