ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი 52 წლის ასაკში, 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. მთავარი კი ტელეკომპანია „იმედია“.
