ლევან დავითაშვილი მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა
დუბაი 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო.
