ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა
რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მდებარეობას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ ადგილმდებარეობებთან ერთად, ბათუმში მოგზაურობას ურჩევს. „უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიის მქონე ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ ადგილად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები,“ ნათქვამია პრესტიჟული გამოცმების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში.