განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულს სხვადასხვა მოქალაქეზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომელთა ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო, შემოსავლების არასწორი დეკლარირების გზით კი მან, საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მილიონზე მეტი ლარი დაუმალა .
