დერეკ შოლეს მილოცვა ირაკლი კობახიძეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი საქართველოს პრემიერ მინისტთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერში წერს. როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
