შინაური ცხოველები და ცვლილებები კანონში
ერთიანი ბაზა შინაური ცხოველების რეგისტრაციისთვის - კანონპროექტს, რომლის ავტორიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია, მალე პარლამენტი განიხილავს. ახალი რეგულაციებით ასევე მკაცრად გაკონტროლდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, კომერციული მიზნით მოშენება-გამრავლება და სხვადასხვა ორთაბრძოლებში ცხოველების მონაწილეობა. ცხოველთა დამცველები ახალ კანონპროექტს დადებითად აფასებენ.
