ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მილოცვა პრემიერს
ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. მარიამ პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საბჭოში მთავრობის მეთაურის გამოცდილებასა და როლს აღნიშნავს და დარწმუნებულია, რომ კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველო ევროპული კურსის განმტკიცებას გააგრძელებს.
