პრემიერ-მინისტრის გეგმები
უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან, გამჭვირვალობა, მოსახლეობასთან საუბრები - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტები განახლებული მთავრობის პირველსავე სხდომაზე გააცხადა. მინისტრთა კაბინეტი პრაქტიკულად უცვლელი შემადგენლობით შეიკრიბა. გამონაკლისია ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ახლა უკვე ვიცე-პრემიერის პასუხისმგებლობაც ჩაიბარა. ირაკლი კობახიძემ ის სფეროებიც განსაზღვრა, სადაც აქტიური მუშაობა აუცილებელია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
