გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე, რამდენიმე ბრალდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ერთ-ერთ ბიძას. მოსამართლემ მეორე ბიძა კი, რომელიც სასულიერო პირია, უდანაშაულოდ ცნო. მათ გამოძიება მოწმეებზე ზეწოლასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. თავად, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. მკვლელობის საქმეზე დაკავებულიები არიან ბაჟუნაიშვილების მეგობრებიც. სასტიკი მკვლელობა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში გასულ წელს მოხდა.
