სკოლების მშენებლობა ბათუმში
თორნიკე რიჟვაძე ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო. 2024 წელს ბათუმში 9 სკოლის ძირითადი და დამატებითი შენობის მშენებლობა, ასევე 16 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 2024 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მილიონ ლარზე მეტია. ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება.
