სომხეთის პრემიერის ინტერვიუ
ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ტელეგრაფთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, ამ პოზიტიურ მოვლენასთან დაკავშირებით სომხეთმა გარკვეული პოზიცია უნდა დაიკავოს. პრემიერ-მინისტრმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველ კოლეგებსა და ქართველს ხალხს მიულოცა.
