ზურაბიშვილმა ალიევს წერილით მიულოცა
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ილჰამ ალიევისთვის სალომე ზურაბიშვილის მილოცვის წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მსგავსი განცხადება ამ დრომდე არ იძებნებოდა, ვებ-გვერდზე მილოცვა სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. აქამდე კი გამოქვეყნებული იყო ყველა ის მილოცვა, რომლებიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 8 თებერვლიდან ილჰამ ალიევმა მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილს, სხვა შემთხვევებისგან განსახვავებით, მილოცვის ტექსტი თავად საჯაროდ არცერთ პლატფორმაზე არ გამოუქვეყნებია.
