ევროკომისიის 9 პუნქტის შესრულების პროცესი
ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციას საკუთარი გეგმა სამუშაო ჯგუფისთვის ამ დრომდე არ წარმოუდგენია. „სტრატეგია აღმაშენებელში“, პროცესს ფარსს უწოდებენ, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებას აღარ გეგმავს „გირჩი“, „ლელო“ კი ბოიკოტს განაგრძობს. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ეს დამოკიდებულება მოულოდნელი არ არის. ისინი ოპოზიციის ამ ქმედებებს ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს უწოდებენ.
