ხაზარაძის მუქარა
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. უფრო კონკრეტულად, ხაზარაძე ამბობს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. განცხადების მეტ დეტალზე „ლელოს“ ლიდერი არ საუბრობს, თუმცა უმრავლესობა ხაზს უსვამს მისი განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის სიტყვა პროკურორს ახსენებს, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხაზარაძე ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებს დაიწყებს.
