მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი თქმით, სტიქიის ზონიდან 296 ოჯახია გადაყვანილი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციებზე, საჭიროების შემთხვევაში კი თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. ირაკლი კობახიძემ სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ შესაბამის უწყებებს, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
