მთავრობის პრიორიტეტები
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორუფციასთან ბრძოლაზე, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის თქმით, გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა და უსაფრთხოების მეტად გაძლიერება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა საჭიროა გვქონდეს ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც რეალისტური ამოცანაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რჩება ლევან დავითაშვილი, ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობას ინარჩუნებს თეა წულუკიანი.
