ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად რაფაჰში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
მათ შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას პალესტინური წითელი ნახევარმთვარე ავრცელებს. ჰუმანტარული ორგანიზაციის ცნობით, ღამის საათებში ავიაიერიშები ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქის სხვადასხვა რაიონში განხორციელდა. ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ავიადარტყმების შედეგად დანგრეულ შენობებში ადამიანები არიან მოყოლილნი.
