ორბანის პოზიცია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, უკრაინამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ზონის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ვიქტორ ორბანი ასევე აცხადებს, რომ მას უკრაინის არც ევროკავშირში და არც ნატოში გაწევრიანება არ სურს. ავსტრიული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ავსტრიის ყოფილ კანცლერ ვოლფგანგ შიუსელთან დებატების დროს ისაუბრა.
