დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის, არასაკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. გამოძიებით დადგინდა, რომ ღამის საათებში დუშეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც გარდაიცვალა. მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.