მოგზაურების რეკორდული მაჩვენებელი
ვიზიტების რაოდენობამ შვიდ მილიონს, ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 2023 წელს ოთხ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პოზიტიურ მაჩვენებელს ტურიზმის ადმინისტრაციაში სწორ სტრატეგიულ პოლიტიკას უკავშირებენ. მათი თქმით, ტურისტების მატებასთან ერთად, ტურიზმის სექტორში ხარისხობრივი გაუმჯობესებაც აშკარაა.
