საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა. სტატისტიკური მაჩვენებლების გადასინჯვის პროცესში გაუმჯობესდა მონაცემთა წყაროები, ჩატარდა ახალი კვლევები და შეიცვალა გადათვლის მეთოდოლოგია. მონაცემები გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სტანდარტებით განახლდა. მიზანი, მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა.
