პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 ადამიანის მიმართ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.
