უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა
უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 12-15 თებერვალს სემინარების ციკლი გაიმართება. ღონისძიებები მიეძღვნება საერთაშორისო კვლევის საკითხებს, ასევე ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის კვლევითი პრაქტიკის განვითარებისა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებს. პროგრამა ამერიკის შეერთებუკლი შტატების საელჩიოს მიერ დაფინანსებული საგრანტო ინიციატივაა.
