ჯოზეფ ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს
ჯოზეფ ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელის პრემიერს მოუწოდა, რაფაჰში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის შემუშავების გარეშე, სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს. ბაიდენმა ღაზაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
