ალექსეი დანილოვის ინტერვიუ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთის არ შეეშინდეთ. ვრცელი ინტერვიუ ალექსეი დანილოვმა პორტუგალიურ გამოცემა „ლუსას“ მისცა. „ფრონტზე ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, რადგანაც სხვა გზა არ გვაქვს. ვიმედოვნებთ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ საფრთხე არა მხოლოდ ჩვენს დამოუკიდებლობას, არამედ მთელი დასავლეთის იმიჯს, ავტორიტეტსა და ერთიანობას ემუქრება,“ – აღნიშნა ოლექსეი დანილოვმა.
