ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეროვნული კოალიციის პარტიის კანდიდატმა ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ყოფილ პრემიერს ხმა ამომრჩეველთა 51,6%-მა მისცა, „მწვანეების“ კანდიდატმა პეკა ჰაავისტომ კი ხმების 48,4% მიიღო. ჰაავისტომ დამარცხება უკვე აღიარა და სტუბს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.
