პოლიციამ ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა
პოლიციამ თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გუშინ თბილისში, 1977 წელს დაბადებულ მამაკაცზე, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი სანადირო თოფით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
