ტრამპი უკრაინის დახმარებაზე
ტრამპმა კომენტარი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზეც გააკეტა, რომელსაც კონგრესში რესპუბლიკელები ბლოკავენ. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაცემა უსასყიდლოდ არ უნდა ხდებოდეს. „მათ შეიძლება ფული ვალად მივცეთ, შეღავათიან ფასად, განუსაზღვრელი ვადით, უპროცენტოდ, მაგრამ ეს უნდა იყოს სესხი და არა საჩუქარი“,-აღნიშნა ტრამპმა.
